საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მეცის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან "წითლების" ქომაგების ხმათა უმრავლესობა მოაგროვა, დაახლოებით 56%. ქართველმა ფორვარდმა თებერვალში თავის ანგარიშზე გოლი და ასისტი ჩაიწერა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
"წითლების" თავდამსხმელი ნელ-ნელა გუნდის ისეთ ლიდერად ყალიბდება, როგორიც ამსტერდამის აიაქსში გადასვლამდე იყო. რაც შეეხება მიმდინარე თვეს, 23 წლის ფორვარდმა უკვე მოასწრო ლიონისა და ნანტის კარის აღებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ლეს გრენატსის" 10-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყდა.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ლორენელთა ათიანი მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეორედ დასახელდა. პირველად ეს მოხდა აგვისტოში, აიაქსში ტრანსფერამდე. მიქაუტაძის საერთო სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მას მიმდინარე სეზონის 10 შეხვედრაში, 4 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა.