როგორც მოგეხსენებათ, მეცისა და ლანსის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. მასპინძლები 0:1-ს აგებდნენ, თუმცა შემდეგ, მაყურებელმა იხილა დაუვიწყარი სანახაობა, როდესაც ქართველმა ფორვარდმა ერთი მეორეზე ლამაზი ბურთები გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ასეთ ტემპში უნდა გავაგრძელოთ, თუ ლიგა 1-ში დარჩენა გვინდა. ეს არის რთული ჩემპიონატი, ყოველი ქულა მნიშვნელოვანია და ადგილის შენარჩუნებისთვის მაქსიმუმის გაღება არის ჩვენი ვალდებულება. ორივე ბურთი იყო ლამაზი, მაგრამ მაინც, მეორე უფრო განსაკუთრებულია. კმაყოფილი ვარ.
რაღაც მესმოდა, თითქოს დავბრუნდი მხოლოდ საკუთარი თავისთვის, თუმცა ეს ტყუილია. აქ იმისთვის ვარ, რომ მეცს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო. ძალიან მომენატრა აქაური ქომაგობა, ეს ყველაფერი აიაქსში გატარებულ რთულ პერიოდში მაკლდა", - განაცხადა ლოთარინგიელთა ახალგაზრდა ფორვარდმა.