წარმოგიდგენთ მიმდინარე სეზონის 10 ყველაზე შედეგიან გუნდსა და მათ საუკეთესო ფეხბურთელებს ტოპ 5 ლიგაში. პირველ ადგილზე არის ბარსელონა, რომელმაც 23 მატჩში უკვე 71 გოლის გატანა მოასწრო. "ბლაუგრანას" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 23 ბურთით, რობერტ ლევანდოვსკი არის. ასევე, გამოსარჩევია რაფინია დიასი, რომელმაც 17 გოლის გატანა შეძლო.
კატალონიელების შემდეგ, 58 გოლით მიუნხენის ბაიერნი მოდის. რთული გამოსაცნობი არ არის, თუ ვინ არის გერმანულ გრანდში ყველაზე შედეგიანი - ჰარი კეინი, 19 ბურთი. 3-ეულს ხურავს ბერგამოს ატალანტა, რომელმაც 21 მატჩში 51 გოლის გატანა მოასწრო. სეზონის მთავარი აღმოჩენის საუკეთესო გოლეადორი 14 ბურთით მატეო რეტეგი არის.
მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი გუნდები და მათი ფეხბურთელები:
1. ბარსელონა/რობერტ ლევანდოვსკი - 71/23
2. ბაიერნი/ჰარი კეინი - 58/19
3. ატალანტა/მატეო რეტეგი - 51/14
4. რეალი/ვინისიუს ჟუნიორი - 46/13
5. ატლეტიკო/ანტუან გრიზმანი - 44/11
6. პსჟ/ბრედლი ბარკოლა - 43/10
7. ლევერკუზენი/ფლორიან ვირცი - 42/10
8. ლივერპული/მოჰამედ სალაჰი - 42/15
9. დორტმუნდი/სერუ გირასი - 42/12
10. ინტერი/მარკუს ტურამი - 41/11