"როსონერი" 18 ტურის შემდეგ არა თუ სკუდეტოსთვის ბრძოლაში, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც კი არ არის. მილანური გრანდი 2024 წელს სულ რაღაც 27 ქულით ასრულებს, რის გამოც კლუბში ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს.
23 მატჩი, 12 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი — ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ფონსეკა მილანს.

უკვე ცნობილია რომელი მწვრთნელი შეცვლის პაულო ფონსეკას მილანში — იტალიურ გრანდს კიდევ ერთი პორტუგალიელი, კერძოდ სერჟიო კონსეისაუ ჩაიბარებს! 50 წლის სპეციალისტი იტალიაში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლამდე გაფორმდება.
მას შემდეგ, რაც სერჟიუ კონსეისაუმ პორტო დატოვა, მას არაერთ გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა 50 წლის სპეციალისტი ამ დრომდე უგუნდოდ იყო. მილანი პორტუგალიელი მწვრთნელის ვარიანტს ზაფხულშიც განიხილავდა, თუმცა მაშინ საბოლოო არჩევანი პაულო ფონსეკაზე გაკეთდა.
უახლოეს საათებში მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. "როსონერი" 2025 წელს დიდი ცვლილებებით ხვდება.








