სერია ა-ს მე-20 ტურის მორიგი მატჩი სან სიროზე გაიმართა სადაც ერთმანეთს მილანი და კალიარი დაუპირისპირდნენ. "როსონერი" ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე შეხვდა, თუმცა ამის მიუხედავად სერჟიო კონეისასუს გუნდმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და მნიშვნელოვანი ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა.
მილანის მხრიდან გოლის გატანა ალვარო მორატამ მოახერხა, ხოლო კალიარიდან ანგარიშის გათანაბრება ნადირ ზორტეამ შეძლო. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 1:1 დასრულდა.
სან სიროს ბინადრები ოთხეულს კიდევ უფრო ჩამოშორდნენ — ჩემპიონთა ლიგის ზონასთან სხვაობა 8 ქულაა. რაც შეეხება კალიარის, სარდინიელებმა ამ მატჩის შემდეგ 18 ქულა მოაგროვეს, რითაც გასავარდ ზონას თავი ვერ დააღწიეს.