იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში, ტორინომ საკუთარ მოედანზე მილანს უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს — ტიავუმ ავტოგოლი მიითვალა და ტორინომ პირველი ტაიმი მოიგო.
74-ე წუთზე, რეინდერსმა წონასწორობა აღადგინა, ზუსტად 2 წუთში კი გინეიტისმა აიღო მილანის კარი და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
26 ტურის შემდეგ, მილანი 41 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულა აშორებს. მომდევნო მატჩში როსონერი ბოლონიას ესტუმრება.