სერია ა-ს მე-16 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა სან სიროზე, სადაც ერთმანეთს მილანი და ჯენოა დაუპირისპირდნენ. პაულო ფონსეკას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, თუმცა 90 წუთის განმავლობაში მისმა შეფირდებმა პატრიკ ვიეირას გუნდს ვერაფერი მოუხერხეს და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგეს.
მაყურებელმა "როსონერის" მხრიდან მორიგი უსახური პერფორმანსი იხილა. გუნდის პრობლემები გრძელდება, თუმცა უფროსობა პაულო ფონსეკას ნდობას ამ დრომდე უცხადებს.
მილანი საჩემპიონო რბოლაში აღარ არის — სან სიროს ბინადრემა ამ მატჩის შემდეგ 23 ქულა მოაგროვეს და პირველ ადგილს 14 ქულით ჩამორჩნენ. რაც შეეხება ჯენოას, პატრიკ ვიეირას გუნდი 16 ქულით, მე-13 პოზიციამდე აღზევდა.