მიკ შუმახერი შესაძლოა მომდევნო სეზონში ფორმულა 1-ში დაბრუნდეს

"შუმახერს ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავთ - მას საოცარი სიმტკიცე და მენტალიტეტი აქვს. მიკი გუნდური მრბოლელია და შეუძლია თანაგუნდელს დახმარება გაუწიოს" - განაცხადა ფრანგული გუნდის ხელმძღვანელმა.
შეგახსენეთ, რომ მიკ შუმახერი ფორმულა 1-ში ორი სეზონი ასპარეზობდა და ჰაასის ღირსებას იცავდა. 2021-22 წლებში მან ამერიკულ გუნდს 12 ქულა მოუპოვა. 2023 წელს, მერსედესის სარეზერვო პილოტი იყო.









