სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მეცმა გიორგი მიქაუტაძის აიაქსიდან გამოსყიდვა გადაწყვიტა. ფრანგულმა კლუბმა ამის შესახებ აიაქსს უკვე აცნობა - საუბარია €13-მილიონიან გარიგებაზე.
ახლა მხოლოდ პირადი კონტრაქტი რჩება შესათანხმებელი, თუმცა მოლაპარაკებების გაგრძელებამდე, მხარეები ლიგა 1-ის პლეიოფის დასრულებას დაელოდებიან.
23 წლის ქართველის მომავალი, დიდწილად მეცის ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. მხარეები ორ ვარიანტს განიხილავენ: თუ მეცი ლიგა 1-ში დარჩება, გიორგი საკმაოდ სოლიდურ ხელშეკრულებას გააფორმებს, მაგრამ თუ კლუბი ლიგა 2-ში დაქვეითდება, მხარეებს შორის სიმბოლური კონტრაქტი გაფორმდება, რაც მიქაუტაძეს სხვა კლუბში გადასვლაში ხელს დიდად არ შეუშლის.