21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.ირლანდიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.
გაბრიელ სიგუა: "რთული თამაში გამოვიდა, მეტის მოლოდინი გვქონდა, თუმცა ახალი შეკრებილები ვართ და ეს დაგვეტყო. ყველაფერი წინ არის და არ უნდა გავჩერდეთ. დღეს აუცილებლად მოსაგები თამაში იყო, მაგრამ ვერაფერს შევცვლით და უნდა მოვბილიზდეთ, რათა მომდევნო მატჩები წარმატებულად ჩავატაროთ."
დაჩი ლორთქიფანიძე: "საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცვმა დიდი პატივია. რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან 1:1-ის თამაში არ იყო. მთელი თამაში ბურთი ჩვენ გვეჭირა და მომენტებიც შევქმენით. ვიცი, რომ ყოველი მომდევნო თამაში საქართველოს ნაკრებისთვის უკეთესი იქნება"
საბა ხარებაშვილი: "მატჩი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ დასანანი გოლი გავუშვით. ყველაფერი დალაგდება და შემდეგ თამაშებს აუცილებლად მოვიგებთ, ვფიქრობ კონცენტრაცია დაგვაკლდა. რადგან ჩვენი წინა ორი თაობა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ჩვენი მიზანიც იგივეა და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ"








