ინტერ მაიამის მფლობელმა, დევიდ ბექჰემმა, ლიონელ მესის ტრანსფერი გაიხსენა:
"მის გადმობირებას კლუბის დაარსების დღიდანვე ვგეგმავდით. მთელი ეს წლები კავშირზე ვიყავით ლეოს მამასთან და ერთხელ მას სასტუმროშიც შევხვდით. ვუთხარით ჩვენი სურვილის შესახებ და იმედი გამოვთქვით, რომ ადრე თუ გვიან, მესი მართლაც გადმოვიდოდა.
არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ვემზადებოდით ნაბიჯ-ნაბიჯ და როდესაც შევიტყვეთ, რომ ის პარის სენ-ჟერმენის დატოვებას აპირებდა, მოქმედება დავიწყეთ. მახსოვს, იაპონიის ერთ-ერთ სასტუმროში ვწევარ და ტელეფონზე მომდის შეტყობინება: "მესიმ კარიერის გაგრძელება მაიამიში გადაწყვიტა", ეს იყო საოცრება.
სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. ვტიროდი კიდეც, ეს ხომ ლიონელია, ჩვენ ახლახან ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გავიფორმეთ", - განაცხადა ინგლისელმა ექს-შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი შემტევი ინტერში 2023 წლის ივლისიდან თამაშობს და მის ანგარიშზე 19 შეხვედრაში 16 გოლია.