ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა, კილი გონსალესმა არ გამორიცხა ამერიკული გუნდის ლიბერტადორესის თასზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რაც ლეო მესის კიდევ 1 ტიტულის მოგების შანსს მისცემს. ეს არის ის იშვიათი საკლუბო ჯილდო, რომელიც ლეგენდარული არგენტინელი ფლეიმეიქერის კოლექციაში არ მოიპოვება.
"არ გამკვირვებია ამ საკითხის თაობაზე საუბრები, რადგან ამის შესახებ უკვე რამდენიმე წელია, რაც ვფიქრობთ. ლიბერტადორესის თასი ის იშვიათი საკლუბო ტიტულია, რომელიც მესის არ მოუგია. ვფიქრობ, აღნიშნული იდეა მასაც მოსწონს. ჯერჯერობით განხილვის დონეზეა, მაგრამ სერიოზული ნაბიჯებისთვისაც მზად ვართ", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ფლორიდული გუნდი მოხვდეს ლიბერტადორესის თასზე? პირველ რიგში უნდა შედგეს შეთანხმება MLS-ის, კონმებოლისა და კონკაკაფის მმართველ პირებს შორის. ცოტა ხნის წინ, აღნიშნული ინიციატივა ასევე წამოაყენა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის უფროსმა, ალეხანდრო დომინგესმა.











