ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი მარიო კემპესი თავის თანამემამულეზე, ლეო მესიზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ვფიქრობ, ლეო მესი ინტერ მაიამიში თამაშით 3-ჯერ კმაყოფილია, ვიდრე ბარსელონაში თამაშით იყო. მან ინტერ მაიამი კარგ გუნდად აქცია.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაიამიში ლეოს მეტი თავისუფლება აქვს, 90 წუთი თამაშზე კონცეტრირებული არ არის და მაშინ თამაშობს, როცა სურს", - განაცხადა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.
მიმდინარე წელს მესის ინტერ მაიამის მაისურით არნახული სტატისტიკა აქვს - მის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 21 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.