ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ჯუზეპე როსი თანამედროვეობის გამორჩეულ შემტევზე - ლეო მესიზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"დააკვირდით და მიხვდებით, რომ მესი 80 წლის ასაკშიც ასე ითამაშებს, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და MLS-ში თამაში მისთვის დიდ სირთულეებს არ წარმოადგენს.
ამერიკაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც დაგეგმეს. მესის ხარჯზე აქ ფეხბურთის ყურებადობა და შემოსავლები გაცილებით დიდი გახდა.
მაგრამ ვინ შეძლებს მესის სიცარიელის შვსებას, როცა ის ფეხბურთიდან წავა? - ვფიქრობ, მესის წასვლის შემდეგ MLS-ს ფინანსურად პრობლემები შეექმნება", - განაცხადა როსიმ.