ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მეორე გრან პრის ჩინეთმა უმასპინძლა, სადაც მერსედესის სრული დომინაცია ვიხილეთ.
რბოლის გამარჯვებული ანდრეა კიმი ანტონელი გახდა, ხოლო მეორე ადგილი მისმა ბრიტანელმა თანაგუნდელმა, ჯორჯ რასელმა დაიკავა.
მერსედესისი შემდეგ რბოლაში საუკეთესო ფერარი იყო — 7 გზის ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი მესამე ადგილზე გავიდა და იტალიურ გუნდთან ერთად ერთად პირველი პოდიუმი მოიპოვა. შარლ ლეკლერმა კი რბოლა მე-4 პოზიცაიზე დაასრულა.
ჩინეთის გრან პრი, TOP 10
Kimi Antonelli leads a Mercedes 1-2 in Shanghai!
— Formula 1 (@F1) March 15, 2026
Here are your points-scorers after a thrilling race 👇#F1 #ChineseGP pic.twitter.com/pPRrqN3Yeq
ჩინეთში სრული კრახი განიცადა მოქმედმა ჩემპიონმა, მაკლარენმა — ბრიტანული გუნდის ორივე მრბოლელის ბოლიდს პრობლემა შეექმნა და რბოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მაქს ვერსტაპენმა კი ტექნიკური პრობლემების გამო გრან პრი ნაადრევად დაასრულა.
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის მომდევნო, რიგით მე-3 გრან პრი ზუსტად 2 კვირაში, 29 მარტს იაპონიაში გაიმართება.












