მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ღონისძიებაზეიასპარეზა.კლივლენდში გამართულ ივენთზე UFC-ის ქართველი მებრძოლიმსუბუქი წონის crossover-ის საჩემპიონო შეხვედრაში ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა და წააგო. აშშ-ის სახელით მოასპარეზე სეხუდომ 36 წამში გაიმარჯვა.
სეხუდო თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო და 2008 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი RAF-ის ივენთზე სეხუდოს მეორედ შეხვდა. 11 ივლისს თბილისში ქართველმა მებრძოლმა ოლიმპიურ ჩემპიონთან მოგება დაძაბულ დაპირისპირებაში შეძლო, მერაბი 0:8 აგებდა, თუმცა საბოლოოდ 11:8 გაიმარჯვა.
დვალიშვილი - სეხუდოს პირველი დაპირისპირება MMA-ში შედგა, 2024 წლის 17 თებერვალს, UFC 298-ზე ქართველმა აშშ-ის სახელით მოასპარეზე ჰენრი სეხუდოს მოუგო.
დღეს RAF 12-ზე კიდევ ერთმა ქართველმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იასპარეზა და ამერიკელ ჯესი მენდესთან წააგო.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი UCF-ის ჩემპიონის ქამრის დასაბრუნებლად ემზადება, სატიტულო ბრძოლაში ქართველი 24 ოქტომბერს იანს დაუპირისპირდება.












