საქართველოს ნაკრებში ჩატარებული წარმატებული მატჩის შემდეგ, როცა ანზორ მექვაბიშვილმა სომხეთთან მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, მან თავი საკლუბო ასპარეზზეც გამოიჩინა.
რუმინეთის ჩემპიონატში უნივერსიტატეა კრაიოვა სტუმრად ბუქარესტის რაპიდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი მექვაბიშვილმაც შეიტანა, რომელმაც გოლი გაიტანა, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 7.7 შეფასება დაიმსახურა.
ამ გამარჯვებით ქართველის გუნდმა 32 ქულა დააგროვა, შედეგად სატურნირო ცხრილის ლიდერია და ახლოსაა ჩემპიონობასთან.