საფრანგეთის სუპერთასზე ერთმანეთს პსჟ და ლანსი დაუპირისპირდნენ. ამ წყვილში პარიზელები უდავო ფავორიტები იყვნენ, თუმცა სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პსჟ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ 32-ე წუთზე ლანსმა მეტოქე გუნდის მცველების არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმის ბოლოსს ლანსს კაცი გაუძევეს, რის შემდეგაც ლუის ენრიკემ მოედანზე ძირითადი ბურთვი გამოიყენა და შეტევა გააძლიერა, თუმცა უშედეგოდ.
70-ე წუთზე მოედნიდან კვარაცელია გაიყვანეს, მალევე წითელი ბარათი ნუნო მენდეშმა მიიღო, სიტუაცია გართულდა, ლანსმა საქმე ბოლომდე მიიყვანა, 1:0 მოიგო და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.












