აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიოანტზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
-100 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა — 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი აქვს — ჩემპიონები ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ. ხვალ კი მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონობისთვის გურამ თუშიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი იბრძოლებენ. ქალთა შორის კი ოქროს მედლის მოგებას სოფიო სომხიშვილი შეეცდება.













