გასულ წელს, არგენტინელი ლეგენდა ლეო მესი კარიერის მიწურულს სათამაშოდ ამერიკაში წავიდა და ინტერ მაიამის შეუერთდა, სადაც 19 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.
კლუბის პრეზიდენტი ხორხე მასა არგენტინელის კონტრაქტის დეტალებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ მისი ანაღაურება წელიწადში დაახლოებით 50-60 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამასთანავე, კონტრაქტში წერია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მესის შეუძლია ინტერ მაიამის თანამფლობელი გახდეს, დევიდ ბექჰემთან ერთად და მომდევნო წლისთვის ამაზე აქტიური საუბრები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი პუნქტი კონტრაქტში დევიდ ბექჰემსაც ჰქონდა, როცა 2007 წელს ის მადრიდის რეალიდან ლოს ანჯელეს გალაქსიში გადავიდა.
ინტერ მაიამის გამო, მესიმ საუდის არაბეთიდან მსუყე შემთავაზებაზე უარი თქვა. ფაქტია, არგენტინელი მზდაა, რომ კლუბის განვითარებაში თავისი წვლილი მოედნის მიღმაც შეიტანოს.