პრემიერ ლიგის მორიგი მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთს უმასპინძლა.
მაყურებლებმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, რომელშიც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა.
იმის მიუხედავად, რომ 84-ე წუთამდე ბორნმუთი 0-1 იგებდა, ენცო მარესკას გუნდმა მატჩის მიწურულს დააქამბექა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
მანჩესტერ სიტი 2-1 ბორნმუთი
გოლები: 0-1 მარკუს ტავერნიე 26', 1-1 მარკ გეჰი 84', 2-1 იოშკო გვარდიოლი 90+1'.











