სერია ა-ს 24-ე ტურის მორიგი მატჩი ტოსკანაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ემპოლი და მილანი დაუპირისპირდნენ. იმის მიუხედავად, რომ "როსონერი" ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, მასპინძლებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ყველაფერი კი მეორე ნახევარში მოხდა — ორი წითელი ბარათი და ორი გატანილი გოლი, მილანმა მძიმე ბრძოლაში ემპოლი 0-2 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. მილანიდან გოლების გატანა რაფა ლეაომ და ახალწვეულმა სანტიაგო ხიმენესმა მოახერხეს.
ამ გამარჯვების შემდეგ, სერჟიუ კონსეისაუს გუნდმა 38 ქულა მოაგროვა და დროებით მე-7 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ემპოლის, ტოსკანელები 21 ქულით, მე-17 პოზიციაზე დარჩნენ.
მატჩში მონაწილეობა მიიღო საბა გოგლიჩიძემაც, რომელმაც სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 28-ე წუთზე შევიდა.
გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt.com-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ბოლო განახლების შემდეგ, TOP 10-ში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ათეულში კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვ…
კრიშტიანუ რონალდუ ლიონელ მესის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და არგენტინელ ვარსკვლავს სოციალურ ქსელში, Instagram-ის პოსტზე კომენტარი დაუწერა. „ლეო, ამდენი წლის განმავლობაში შენი ქვეყნის ღირსებას იცავდი და ისტორიას ქმნიდი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. ჩემი უდიდესი პატივისცემა შენ იმი…
ლიონელ მესი ბოლო სანაკრებო მატჩის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "გუშინ ჩემი ბოლო მატჩი ვითამაშე და უკვე მენატრება ცისფერი და თეთრი მაისურის ჩაცმა. ვიცი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ეს იყო წარმოუდგენელი გზა, სავსე სიხარულითა და გარკვეული სევდითაც, მაგრამ ზუსტად ვიცი,…
აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერაში მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა კომენტარი გააკეთა. "ბედნიერი და ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ კიდევ ერთხელ შევძელი ჩემი გუ…
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც საუკეთესო უნდა აარჩიოთ. სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის გიორგი ხარაიშვილი, გიგა სამხარაძე, ლევან გეგეჭკორი, ლუკა პარკაძე და გიორგი არაბიძე იბრძვიან. ხმის მიცემა დაწყებულია დ…
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. -81 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა - ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში მასპინძელი ცკაევი დაამარცხა და კარიერაში მე-4 ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლი…
ჟორჟე ჟეზუსისა და კრიშტიანუ რონალდუს კონფლიქტს არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა. თავისი მოსაზრება დააფიქსირა ლისაბონის ბენფიკას ლეგენდარულმა ვინგერმა, ანტონიო სიმოეშმაც, რომელმაც ალ ნასრის ამჟამინდელი კაპიტანი მწვავედ გააკრიტიკა. "ნუ ეთანხმებით რონალდუს, ის არასწორია. რატომ უნდა…