"მბაპესთან ერთად თამაში ჯოჯოხეთია" — ნეიმარმა რეალის ბრაზილიელი ფეხბურთელები გააფრთხილა

"ნეიმარი რეალში მოთამაშე ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მეგობრობს და როდესაც მბაპეს ტრანსფერი დადასტურდა, ისინი გააფრთხილა, რომ კილიანთან თამაში ჯოჯოხეთურია. ახალი ამბავი არ არის, რომ პსჟ-ში ყოფნის დროს, მბაპეს და ნეიმარს შორის ცუდი ურთიერთობა იყო" — წერს ფრანგული მედია.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა და მბაპემ 2017-23 წლებში პსჟ-ს მაისურით ერთად 136 მატჩი ჩაატარეს — ბრაზილიელი შემტევი ამჟამად არაბულ ალ ჰილალში ირიცხება, ხოლო კილიანი გასულ ზაფხულში რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.







