ფრანგული პრესის ცნობით, თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ, მოულოდნელი და საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და ოლიმპიადაზე თამაში სურს.
მოგეხსენებათ, 2024 წლის ოლიმპიადა პარიზში ტარდება, კილიანს კი მშობლიურ ქვეყანაში, საფრანგეთთან ერთად თამაში და ტურნირის ტრიუმფით დასრულება უნდა.
თავის მხრივ, მადრიდის რეალი ამის წინააღმდეგია. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპეს სამეფო კლუბში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.
შესაბამისად, რეალს სურს ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპი მბაპემ კლუბთან ერთად გაიაროს, ეს პერიოდი კი ოლიმპიადას ემთხვევა.
რეალს მბაპესთვის ოლიმპიადაზე თამაშის აკრძალვის უფლებაც არ აქვს. შესაბამისად, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული.