მბაპე: "ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვება იყო და მატჩის შედეგით კმაყოფილები ვართ"

"ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვება იყო და მატჩის შედეგით კმაყოფილები ვართ. მოგების მიუხედავად, ჯერ არაფერი დასრულებულა და შემდეგი მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ."
"ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ყოველთვის რთულია და კომფორტული უპირატესობის მიუხედავად, სტუმრად კონცენტრირებულები უნდა ჩავიდეთ და 1/4 ფინალის საგზური მოვიპოვოთ" - კილიან მბაპე.
სოსიედადის და პსჟ-ს განმეორებითი მატჩი ესპანეთში 5 მარტს გაიმართება.







