შეთანხმება შედგა, მაურისიო პოჩეტინო ბრუნდება! 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრებს ჩაიაბრებს — მხარეებს შორის რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
მას შემდეგ, რაც ამერიკის ნაკრებმა გრეგ ბერჰალტერი დაკავებული პოსტიდან გაანთავისუფლა, ფედერაციამ მიზნად მაღალი დონის სპეციალისტის აყვანა დაისახა. განიხილებოდა იურგენ კლოპის ვარიანტიც, თუმცა გერმანელი დასვენებას გეგმავს და ამერიკა უარით გაისტუმრა, თუმცა როგორც ჩანს USA-ს მაინც მაღალი დონის მწვრთნელი ჩაიბარებს, კერძოდ პოჩეტინო.
არგენტინელმა მწვრთნელმა ჩელსი 2023/24 სეზონის დასრულებისთანავე დატოვა, თუმცა უქმად ყოფნა დიდი ხნის მანძლზე არ მოუწია. უახლოეს დღეებში, მაურისიოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელოდებიან, სადაც ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტს გააფორმებს.