პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა განიხილა.
"ჩვენ გვქონდა გამორჩეული ტრანსფერების ბაზარი. ეჭვგარეშეა, რომ ლუის კამპოსთან ერთად ხელმძღვანელობამ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. მინდა წარმატებები ვუსურვო წასულ მოთამაშეებს, ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ტიტულების მოგებაში. ვფიქრობ, მათი წასვლა აუცილებელი იყო, რადგან გუნდში ახალი ენერგია გვჭირდება.
მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. ყველას ეჭვი ეპარებოდა ჩვენს მიერ ნაყიდ ფეხბურთელებში. საბოლოოდ, მათ თავიანთი დონე აჩვენეს.
ვიყიდეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვინდოდა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ამბიციების დანახვა, როდესაც მათ ვესაუბრებით ხოლმე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“. - განაცხადა ენრიკემ.






![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)





