ჩეხეთთან ფრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.
"პირველი 15 წუთი ფეხბურთელები გასახდელში გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები იყვნენ, თამაში რომ ვერ მოიგეს, შემდეგ კი გააანალიზეს, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ქულა მოუტანეს.
სანამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით, რომ ეთქვათ ქულას აიღებო, გულდაწყვეტილები არ ვიქნებოდით, მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაა.
ჩეხეთს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს. გიორგი მამარდაშვილი მართლაც გამორჩეული იყო.
ამ ტურნირზე ჩვენი მთავარი მიზანი გამოცდილების მიღებაა. ის მატჩი, რაც დღეს ვნახეთ იყო უმაღლესი დონე, რადგან 90 წუთი ერთ დონეზე, ერთ ტემპში მიდიოდა თამაში.
არ მინდა ვთქვა, რომ პატარა დიდის წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა ეს პორტუგალიაა და ყველაფერი ნათქვამია. გამარჯვება ურთულესი იქნება. ახლა მთავარია ძალები აღვიდგინოთ და ჯგუფის ბოლო მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ.
დასრულებული არაფერია. სანამ შანსი ბოლომდე არსებობს, უნდა გამოიყენო. შემადგენლობის გადახალისებას არ ვგეგმავ, რადგან პორტუგალიასთან მიზანი გამარჯვება იქნება.
ლობჟანიძე ძალიან დამწუხრებულია და ჩვენ ვალდებულები ვართ მას მხარში დავუდგეთ. მომდევნო საათებში და დღეებში მის გევრდში უნდა ვიყოთ.
იმედია, კიტეიშვილი ბოლო მატჩისთვის მზად იქნება, მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს და ყველაფერი მალე გვეცოდინება. როცა კვერკველია ავსტრიაში ჩამოვიდა, ფიზიკურად მოსამატებელი ჰქონდა და ბევრი ვიმუშავეთ, რომ ის კარგ კონდიციებში მოგვეყვანა", - განაცხადა სანიოლმა.