დღეს გაიმართება დერბი დელა კაპიტალე რომასა და ლაციოს შორის - დაპირისპირება, რომელმაც შესაძლოა ითამაშოს დიდი როლი ჩემპიონთა ლიგის ოთხეულის ფორმირებაში. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან.
რომა V ლაციო | 14:00
სერია ა-ს 37-ე ტურის წინ, რომა, მილანთან ერთად, 67 - 67 ქულით მეოთხე და მეხუთე ადგილებს იყოფს. იქვე ახლოს არიან მათი კონკურენტებიც: იუვენტუსი, ნაპოლი და კომო. თავის შეხვედრებს აღნიშნული ტრიო ჩაატარებს ზუსტად იგივე დროს, როცა "მარადიული ქალაქის დერბი" შედგება.
თუ "ჯალოროსი" იბრძვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის, ლაციოს ევროსარბიელზე მოხვედრის შესაძლებლობა უკვე დაკარგული აქვს. "ბიანკოჩელესტეს" მთავარი მოტივაცია იქნება "მგლებისთვის" ხელის შეშლა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მოხვედრის საკითხში. ვნახოთ, ვის დარჩება მოგება.
რაც შეეხება გუნდების ფორმას, ჯან პიერო გასპერინის შეგირდები არიან ბრწყინვალე ფორმაში - ოთხი გამარჯვება და ფრე ბოლო ხუთ შეხვედრაში. ცალკე გამოსარჩევია დონი მალენის საუცხოო შედეგიანობა: იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რომაში გადასვლის შემდეგ, 18 თამაშში 14 ბურთი.
ნიდერლანდელ თავდამსხმელს სერია ა-ში გოლების რაოდენობით (13) მხოლოდ ლაუტარო მარტინესი (17) უსწრებს. "ჯალოროსისგან" განსხვავებით, მაურიციო სარის შეგირდები კარგი ფორმით ვერ დაიკვეხნიან: 2 წაგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 მოგება უკანასკნელ 5 შეხვედრაში. ლაციოს ჰქონდა იტალიის თასის მოგების შანსი, მაგრამ ფინალში მილანის ინტერთან დამარცხდა.
ეს იქნება რიგით 187-ე დერბი დელა კაპიტალე და იქამდე, 71-ჯერ იმარჯვეს "მგლებმა", 51-ჯერ - "ბიანკოჩელესტეს" ფეხბურთელებმა, 64 შეხვედრა ფრედ დასრულდა. უკანასკნელ 6 "მარადიული ქალაქის დერბიში" "არწივებმა" მხოლოდ 1 მოიგეს. გამოსარჩევია ისიც, რომასა და ლაციოს შორის 2 ბურთზე მეტი 2022 წლის მარტის შემდეგ არ გასულა.
კვირის მატჩის დღე
| რომა - ლაციო | 14:00 | სერია ა |
| იუვენტუსი - ფიორენტინა | 14:00 | სერია ა |
| ჯენოა - მილანი | 14:00 | სერია ა |
| პიზა - ნაპოლი | 14:00 | სერია ა |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ნოტინგემი | 15:30 | პრემიერ ლიგა |
| შტურმი - რაპიდი | 16:30 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| ინტერი - ვერონა | 17:00 | სერია ა |
| ჰანოვერი - ნიურნბერგი | 17:30 | ბუნდესლიგა 2 |
| სევილია - რეალი | 21:00 | ლა ლიგა |
| ატლეტიკო - ჟირონა | 21:00 | ლა ლიგა |
| რაიო ვალეკანო - ვილიარეალი | 21:00 | ლა ლიგა |
| პარიზი - პსჟ | 23:00 | ლიგა 1 |
| ნიცა - მეცი | 23:00 | ლიგა 1 |
| ბარსელონა - ბეტისი | 23:15 | ლა ლიგა |








