ტური გაიხსნება სატურნირო ცხრილის ამჟამინდელი ლიდერის, ლივერპულის სტუმრობით კრისტალ პალასთან. დღეს ასევე, თავის შეხვედრას საკუთარ კედლებში ჩაატარებს არსენალი საუთჰემპტონის წინააღმდეგ და მანჩესტერ სიტი - ფულჰემთან. პრემიერ ლიგის შაბათის მატჩის დღე სხვა თამაშებითაც იქნება დატვირთული.
15:30 - კრისტალ პალასი-ლივერპული
18:00 - მანჩესტერ სიტი-ფულჰემი
18:00 - არსენალი-საუთჰემპტონი
18:00 - ლესტერი-ბორნმუთი
18:00 - ვესტ ჰემი-იფსვიჩი
18:00 - ბრენტფორდი-ვულვზი
20:30 - ევერტონი-ნიუკასლი
ლა ლიგა
ვალენსიამ თავისი შეხვედრა უკვე ჩაატარა, გიორგი მამარდაშვილმა კი კარი მშრალად შეინახა. დღეს ყურადღების ცენტრში იქნება მადრიდის რეალისა და ვილიარეალის მატჩი. ჩემპიონთა ლიგაზე ლილთან სენსაციური წაგების შემდეგ, "სამეფო კლუბი" ქომაგების თვალში რეაბილიტირებას ეცდება.
16:00 - ესპანიოლი-მალიორკა
18:15 - ხეტაფე-ოსასუნა
20:30 - ლას პალმასი-სელტა
20:30 - ვალიადოლიდი-რაიო ვალეკანო
23:00 - რეალი-ვილიარეალი
სერია ა
სერია ა-ში გამოსარჩევია მილანის ინტერისა და ტორინოს დაპირისპირება. ეს არ არის შეხვედრა ფავორიტსა და აუტსაიდერს შორის - აღნიშნული გუნდები სატურნირო ცხრილში გვერდიგვერდ არიან. "ნერაძური", მეზობელ მილანსა და "ხარებთან" ერთად, 11-11 ქულით 3-5 პოზიციებს იყოფენ.
17:00 - უდინეზე-ლეჩე
20:00 - ატალანტა-ჯენოა
22:45 - ინტერი-ტორინო
ბუნდესლიგა
არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება ბუნდესლიგაში, თუმცა სხვებზე მეტ ინტერესს იწვევს ორი - დორტმუნდის ბორუსიას სტუმრობა უნიონ ბერლინთან და ლევერკუზენის ბაიერი - ჰოლშტაინ კილის მატჩი. ორივე ფავორიტი მიუნხენის ბაიერნს ამ დროისთვის 3 ქულით ჩამორჩება.
17:30 - უნიონი-დორტმუნდი
17:30 - ლევერკუზენი-ჰოლშტაინი
17:30 - ვერდერი-ფრაიბურგი
17:30 - ბოხუმი-ვოლფსბურგი
20:30 - სანქტ პაული-მაინცი
ლიგა 1
ლიგა 1-ში ჩვენთვის საინტერესო იქნება სენტ-ეტიენისა და ოსერის შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ზურიკო დავითაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა. ვნახოთ, რას იზამს ქართველი ვინგერი ამჯერად. "მწვანეები" სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზე არიან და ცხადია, ქულების მოგროვება მათ ჰაერივით სჭირდებათ.
19:00 - სენტ ეტიენი-ოსერი
21:00 - ლილი-ტულუზა
23:00 - რენი-მონაკო
ლეგიონერები
დავითაშვილის გარდა, თავის შეხვედრას დღეს გიორგი ჩაკვეტაძეც ჩაატარებს. უოტფორდი საკუთარ კედლებში მიიღებს მიდლსბროს, რომელიც სატურნირო ცხრილში მეზობლად არის.
გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ში, გრანადასთან ერთად მირანდესს ესტუმრება. თავის მატჩებს დღეს ასევე ჩაატარებენ გურამ კაშია, გიორგი ლორია, ანზორ მექვაბიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი კვერნაძე.
15:30 - კრისტალ პალასი-ლივერპული
17:00 - ფროზინონე-კარარესე
17:30 - უნიონი-დორტმუნდი
17:30 - ლევერკუზენი-ჰოლშტაინი
18:00 - მანჩესტერ სიტი-ფულჰემი
18:00 - არსენალი-საუთჰემპტონი
18:00 - უოტფორდი-მიდლსბრო
18:15 - მირანდესი-გრანადა
19:00 - სენტ ეტიენი-ოსერი
19:00 - ვოლფსბერგერი-ჰარტბერგი
19:00 - ომონია 29-ომონია არადიპუ
19:00 - სპარტანი-შერიფი
22:30 - სლოვანი-ტრენჩინი
22:30 - ოცელული-კრაიოვა
22:45 - ინტერი-ტორინო
23:00 - რეალი-ვილიარეალი