ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის შეხვედრებიც. ჩვენთვის დიდ ინტერესს ქართველი ლეგიონერების გამოსვლა იწვევს.
გიორგი მიქაუტაძის ლიონი შინ ფრანკფურტის აინტრახტს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის გასულ ტურში ახალგაზრდა ფორვარდმა ყარაბაღს დუბლი შეუსრულა.
ასევე ევროპა ლიგაზე, ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის რიგასი თელ-ავივის მაკაბის ესტუმრება. რაც შეეხება გუნდების სატურნირო მდგომარეობას, ოლიმპიკი 10 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ლატვიური კლუბი 2 ქულით 34-ე პოზიციაზეა. აუტსაიდერის სტატუსის მიუხედავად, პლეიოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
ევროპა ლიგის ყველა მატჩი:
21:45 - პლზენი-მანჩესტერ იუნაიტედი
21:45 - რომა-ბრაგა
21:45 - მალმიო-გალათასარაი
21:45 - ოლიმპიაკოსი-ტვენტე
21:45 - ჰოფენჰაიმი-სტიაუა
21:45 - სენტ ჟილი-ნიცა
21:45 - ლუდოგორეცი-ალკმაარი
21:45 - პაოკი-ფერენცვაროში
23:55 - აიაქსი-ლაციო
23:55 - ლიონი-აინტრახტი
23:55 - რეინჯერსი-ტოტენჰემი
23:55 - სოსიედადი-დინამო კიევი
23:55 - პორტო-მიდტიულანდი
23:55 - ბოდო გლიმტი-ბეშიქთაში
23:55 - სლავია-ანდერლეხტი
23:55 - ელფსბორგი-ყარაბაღი
23:55 - მაკაბი-რიგასი
მივადექით კონფერენს ლიგას, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენი მიიღებს ჰართს, ლაშა დვალის აპოელი კი ნოას. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას: დანიური კლუბი 5 ქულით არის მე-19 პოზიციაზე, აპოელი კი 7 ქულით მე-13 არის. როგორც ვხედავთ, პლეიოფში გასვლის შანსი ორივე ლეგიონერს აქვს.