კვირის მთავარი მატჩი - ლივერპული საკუთარ კედლებში მანჩესტერ სიტის მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებისგან.
ლივერპული VS მანჩესტერ სიტი | 19:30
იყო დრო, როდესაც ლივერპულისა და მან სიტის მატჩი იყო პეპ გუარდიოლასა და იურგენ კლოპის საჩემპიონო დუელი, თუმცა დღეს, ყურადღების ცენტრში სხვა სპეციალისტები არიან. ესპანელმა დამრიგებელმა ადგილი დაუთმო თავის მოსწავლეს, ენცო მარესკას, გერმანელი მენეჯერი კი შეცვალა ჯერ არნე სლოტმა, შემდეგ, ანდონი ირაოლამ.
რაც შეეხება სეზონის მიმდინარეობას, მერსისაიდულმა გუნდმა სეზონი დაიწყო არადამაჯერებლად - ხუთ მატჩში სამი ფრე, ნოტინგემ ფორესტთან, ნიუკასლსა და ფულჰემთან. "წითლებმა" მხოლოდ ბორნმუთსა და იფსვიჩთან მოგება შეძლეს. მათგან განსხვავებით, მანჩესტერელთა სტარტი უბრალოდ იდეალურია: 5/5 მოგება.
"ქალაქელების" გუნდი ჯერჯერობით ერთადერთია პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, რომელსაც ჯერ ერთი ქულაც არ დაუკარგავს. სხვაობა ენფილდის მკვიდრებსა და მარესკას შეგირდებს შორის ასევე საკადრო პრობლემებშია. ირაოლას განკარგულებაში არ იქნებიან ალექსანდერ ისაკი, კოდი გაკპო, უგო ეკიტიკე...ფედერიკო კიეზასა და ჯოვანი ლეონის უთამაშებლობას უკვე ისედაც მივეჩვიეთ.
ეტიჰადის ბინადრებს მხოლოდ ფილ ფოდენი არ ეყოლებათ. ეს იქნება ამ გუნდების რიგით 198-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 92-ჯერ მოიგო ლივერპულმა, 55-ჯერ - სიტიმ, 50 შეხვედრა ფრედ დასრულდა. უკანასკნელ 3 თამაშში თვალში გვხვდება დღევანდელი დუელის მასპინძელ მერსისაიდელთა ჩავარდნა: 3/3 წაგება, საერთო ანგარიშით 1:9.
ამ დაპირისპირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია იან რაში, ვინც წითელი მაისურით მანჩესტერულ გუნდს საერთო ჯამში 15 გოლი შეუგდო. იქვეა მო სალაჰიც, რომელსაც უელსელი ფორვარდის მიღწევამდე 3 ბურთი დააკლდა. დღევანდელი შეხვედრიდან იწყება ახალი ერა ენფილდის მკვიდრებისა და "ქალაქელთა" დუელში.
კვირის მატჩის დღე
| კომო - რომა | 14:30 | სერია ა |
| ლაციო - მონცა | 17:00 | სერია ა |
| ექსელსიორი - გრონინგენი | 18:45 | ერედივიზიონი |
| ლივერპული - მანჩესტერ სიტი | 19:30 | პრემიერ ლიგა |
| სასუოლო - მილანი | 20:00 | სერია ა |
| კალიარი - იუვენტუსი | 22:45 | სერია ა |
| რასინგი - ვალენსია | 23:00 | ლა ლიგა |
| კადისი - ხიხონი | 23:00 | ლა ლიგა 2 |











