რეალ მადრიდი V მანჩესტერ სიტი (3:2)
პირველ შეხვედრაში გამარჯვებასთან ახლოს იყო მან სიტი, რომელიც 86-ე წუთამდე ამარცხებდა რეალს. შემდეგ ვიხილეთ უკვე ტრადიციად ქცეული ქამბექი, რის შედეგადაც მადრიდელები შინ მნიშვნელოვანი უპირატესობით დაბრუნდნენ. მოქმედ ჩემპიონებს სჭირდებათ ანგარიშის შენარჩუნება, რაც დიდი ალბათობით გამოუვათ კიდეც.
კარლო ანჩელოტიმ და გუარდიოლამ გვაჩუქეს არაერთი დასამახსოვრებელი დაპირისპირება, დღევანდელი კი შესაძლოა საერთოდაც ბოლო იყოს. როგორც ვიცით, ესპანელი ტაქტიკოსისა და მანჩესტერელების თანამშრომლობა მიმდინარე სეზონის ბოლოს დასრულდა. ამის გარდა, არც იტალიელი სპეციალისტის მომავალია "სამეფო კლუბში" გადაწყვეტილი.
გადამეტებელი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ პარის სენ-ჟერმენი ცალი ფეხით მერვედფინალშია. ლიგა 1-ის მთავარმა დომინანტმა ბრესტი გაანადგურა 3:0, თანაც სტუმრად. ხვიჩა კვარაცხელია პირველ მატჩში დარჩა სათადარიგოთა სკამზე და თამაშში ჩაერთო მოგვიანებით, ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. კოლოსალური უპირატესობის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ პსჟ-მ ექსპერიმენტალური შემადგენლობა შემოგვთავაზოს.
ტურინის იუვენტუსი პსვ ეინდჰოვენთან განმეორებით შეხვედრას ხვდება ძალიან კარგ განწყობაზე - პირველ თამაშში გამარჯვების შემდეგ, იტალიურმა გრანდმა შიდა ჩემპიონატში მილანის ინტერსაც მოუგო. რაც შეეხება "ფერმერებთან" მატჩს, "ბებერი ქალბატონს" 2:1-ის შენარჩუნება სჭირდებათ.
პარიზული გუნდის მსგავსად, მერვედფინალის საგზურის გაფორმებასთან ახლოს არის დორტმუნდის ბორუსიაც, რომელმაც პირველ შეხვედრაში ლისაბონის სპორტინგი ასევე სტუმრად 3:0 გაანადგურა. ბოლოს შეგახსენებთ იმასაც, რომ 1/8 ფინალის წილისყრა პარასკევს გაიმართება.
21:45 - დორტმუნდი-სპორტინგი (3:0)
23:55 - რეალ მადრიდი-მანჩესტერ სიტი (3:2)
23:55 - პსჟ-ბრესტი (3:0)
23:55 - პსვ-იუვენტუსი (1:2)