ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების დასრულების შემდეგ, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის დრო მოვიდა. განვიხილოთ, რას გვიმზადებს მატჩის დღე.
სტიაუა V ლიონი
ევროპა ლიგაზე ერთადერთი შემორჩენილი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე, რომლის ლიონის ოლიმპიკი ბუქარესტის სტიაუას ესტუმრება. იყო ვარიანტი, რომ რონელებს 1/8 ფინალში შეხვდებოდა ამსტერდამის აიაქსი, რომელთანაც ქართველ ფორვარდს აქვს პირადი ანგარიშები, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა "ლომების" ახალგაზრდა თავდამსხმელი აღნიშნულ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან. შეგახსენებთ იმასაც, რომ გრუპამა სთეიდიუმის ბინადრების დამრიგებელი, პაულო ფონსეკა მსაჯთან შეკამათების გამო დაისაჯა 9-თვიანი დისკვალიფიკაციით, მაგრამ ეს სასჯელი ევროსარბიელზე არ მოქმედებს.
კოპენჰაგენი V ჩელსი
გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდის ძალიან რთული გამოცდა. კოპენჰაგენი უპირისპირდება კონფერენს ლიგის მთავარ ფავორიტს, ლონდონის ჩელსის. შეგახსენებთ იმასაც, რომ "თეთრებმა" პლეიოფში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმის ბარიერი გადალახეს.
21:45 - სოსიედადი-მანჩესტერი
21:45 - ალკმაარი-ტოტენჰემი
21:45 - სტიაუა-ლიონი
21:45 - ფენერბაჰჩე-რეინჯერსი
23:55 - რომა-ბილბაო
23:55 - აიაქსი-აინტრახტი
23:55 - პლზენი-ლაციო
23:55 - ბოდო გლიმტი-ოლიმპიაკოსი
კონფერენს ლიგის 1/8 ფინალის ყველა მატჩი
21:45 - კოპენჰაგენი-ჩელსი
21:45 - პანათინაიკოსი-ფიორენტინა
21:45 - ბეტისი-ვიტორია
21:45 - მიოლდე-ლეგია
23:55 - ბორაცი-რაპიდი
23:55 - პაფოსი-იურგარდენი
23:55 - სელიე-ლუგანო
23:55 - იაგელონია-სერკლი