დღეს დასრულდება სეზონი ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში. მთავარი ინტრიგა დარჩენილია პრემიერ ლიგასა და სერია ა-ში. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ დღევანდელი საღამოსგან.
მთავარი ინტრიგა პრემიერ ლიგასა და სერია ა-ში
პრემიერ ლიგის ბოლო ტურის წინ, ტოტენჰემს უმაღლეს დივიზიონში დარჩენა გარანტირებული ჯერ არ აქვს. 38 ქულა და მე-17 ადგილი, მთავარი კონკურენტი, მეზობელი ვესტ ჰემი კი 36 ქულით მე-18 პოზიციაზეა. "სპურსისთვის" დღეს ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება ევერტონთან წაგება და "ჩაქუჩების" ლიდსთან მოგება.
"მამლები" ასეთ შემთხვევაში დაქვეითდებიან ჩემპიონშიპში, ყველა სხვა გარემოება კი მათ მხარეს არის. რაც შეეხება სერია ა-ს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი 2 გუნდი ითამაშებს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მომავალ სეზონში სკუდეტოს მომგებ ინტერსა და ნაპოლისთან ერთად.
ოთხეულში ახლა 70 - 70 ქულით არიან მილანი და რომა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ იუვენტუსი და კომოც, რომლებსაც ორი ქულით ნაკლები აქვთ. თითქმის შეუძლებელია, რომ რამე შეიცვალოს, რადგან "როსონერისა" და "ჯალოროსის" მოწინააღმდეგეები უმოტივაციო კალიარი და ჰელას ვერონა არიან.
ამის მიუხედავად, ცხადია, რომ "ბიანკონერი" და "ბიანკობლუ" თავისი მაქსიმუმის გაღებას ეცდებიან. სერია ა-ს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მოწინააღმდეგე იქნება მეზობელი ტორინო, "ტბისპირელების" კი კრემონეზე. აქვე დავამატებთ, დღეს გაირკვევა იმ მე-3 კლუბის ვინაობა, რომელიც ქვედა ლიგაში დაქვეითდება.
სეზონის ბოლო მატჩის დღე
| მანჩესტერ სიტი - ასტონ ვილა | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| კრისტალ პალასი - არსენალი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ლივერპული - ბრენტფორდი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ბრაიტონი - მანჩესტერ იუნაიტედი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| სანდერლენდი - ჩელსი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ტოტენჰემი - ევერტონი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ვესტ ჰემი - ლიდსი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ნაპოლი - უდინეზე | 20:00 | სერია ა |
| სპორტინგი - ტორენსე | 20:15 | პორტუგალიის თასი |
| მალაგა - რასინგი | 20:30 | ლა ლიგა 2 |
| ტორინო - იუვენტუსი | 22:45 | სერია ა |
| მილანი - კალიარი | 22:45 | სერია ა |
| ვერონა - რომა | 22:45 | სერია ა |
| კრემონეზე - კომო | 22:45 | სერია ა |
| ვილიარეალი - ატლეტიკო | 23:00 | ლა ლიგა |
| კოლუმბუსი - ატლანტა | 01:00 | MLS |








