ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. მეოთხე ტურის დღეს არაერთი საინტერესო შეხვედრა გველოდება. პირველ რიგში, გამოსარჩევია ევროპული ფეხბურთის კლასიკა - მადრიდის რეალი მილანის წინააღმდეგ. განვიხილოთ აღნიშნული მატჩი, სხვა თამაშებთან ერთად.
ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების დაპირისპირება
გვახსოვს დრო, როდესაც რეალსა და მილანს შორის სხვაობა ჩემპიონთა ლიგის სულ რაღაც ორ თასში იყო. 2007 წელს იტალიურმა გუნდმა მოიპოვა თავისი მე-7 ტიტული, მადრიდელების კოლექციაში კი იმ დროისთვის 9 თასი იყო. შემდეგ დეკადაში მოხდა ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის რენესანსი, რის შედეგადაც "ბლანკოსის" ანგარიშზე ამ დროისთვის უკვე 15 ტიტულია.
"როსონერი" გაჩერდა ჩემპიონთა ლიგის შვიდ თასზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გუნდთან გათანაბრება სხვამ ვერავინ მოახერხა. უახლოესი მდევრები არიან მიუნხენის ბაიერნი და ლივერპული, რომლებსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 6 ტიტული აქვთ. დავუბრუნდეთ "სამეფო კლუბისა" და "შავ-წითლების" დაპირისპირებას, რომელიც მათ ისტორიაში რიგით მე-16 იქნება.
გუნდებს შორის არის სრული თანაფარდობა - ექვსჯერ იმარჯვეს სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებმა, ექვსჯერაც "ეშმაკებმა", სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს კლუბები ერთმანეთს შეხვედრილან პრაქტიკულად ყველა სტადიაზე, მათ შორის ფინალშიც: 1958 წელს, ლუის კარნილიას გუნდი ევროპაში საუკეთესო სწორედ სან სიროს ბინადრებთან მოგებით გახდა.
რეალს მოუგია 4:1, თუმცა მილანისგან 5:0-ც გვახსოვს. ეს მოხდა 1989 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ცნობისთვის, პირველი გოლი გაიტანა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც მადრიდელებს მოგვიანებით დაუპირისპირდება "როსონერის" დამრიგებლის რანგში, წლების შემდეგ კი ის ესპანურ კლუბსაც ჩაიბარებს.
დღეს, "სამეფო კლუბის" მწვრთნელი არის სწორედ იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა შვიდჯერ - სამჯერ "ბლანკოსის" დამრიგებლის რანგში, ორჯერ "შავ-წითლების" დამრიგებლის რანგში და ორჯერაც იტალიური კლუბის მოთამაშის რანგშიც. ერთი სიტყვით, დღეს, ბერნაბეუს ბინადრების ამჟამინდელი სპეციალისტის სახელობის დერბია.
რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, დორტმუნდის ბორუსიასა და შტუტგარტთან გამარჯვებით, ასევე ლილთან მარცხით, რეალი ექვსი ქულით არის მე-12 პოზიციაზე, "ეშმაკები" კი ბრიუგესთან მოგებით, ასევე ლივერპულსა და ლევერკუზენის ბაიერთან წაგებით, სამი ქულით 25-ე პოზიციაზე არიან.
მადრიდელებს დღეს დააკლდებიან დანი კარვახალი, ტიბო კურტუა და დავიდ ალაბა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას როდრიგო გოესის თამაშიც. სან სიროს ბინადრების საკადრო პრობლემები უფრო მსუბუქია: ალესანდრო ფლორენცი, ისმაელ ბენასერი და მატეო გაბია. ერთი სიტყვით, "სამეფო კლუბისა" და მილანის რიგით მე-16 მატჩისთვის ყველაფერი მზად არის.
მატჩი, რომელიც ჩაბი ალონსოსთვის განსაკუთრებული იქნება
"ბლანკოსისა" და "როსონერის" შეხვედრის გარდა, ძალიან საინტერესოდ ლივერპულისა და ლევერკუზენის დაპირისპირების აფიშა გამოიყურება. როგორც მოგეხსენებათ, ბაიერის დამრიგებელი არის ალონსო, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დროს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი სწორედ "წითლებთან" ერთად მოიგო.
2005 წელი, სტამბოლი, მერსისაიდელები "შავ-წითლებთან" 0:3-ის შემდეგ ბრუნდებიან თამაშში, ანგარიშს კი სწორედ ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ათანაბრებს. ჩაბის წარმატებული სვლა გაგრძელდა სამწვრთნელო საქმიანობაშიც, რომლის დროსაც მან "ფარმაცევტებს" ვერცხლის სინი წაუგებლად მოაგებინა.
იურგენ კლოპის "სქაუზერებიდან" წასვლის შემდეგ, მის შემცვლელად განიხილებოდა "ლომების" მწვრთნელიც, თუმცა მან თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩენა ამჯობინა. ენფილდზე მივიდა არნე სლოტი, რომელიც გერმანელი სპეციალისტის გზას ჯერჯერობით წარმატებულად აგრძელებს. ვნახოთ, რას გააწყობს ნიდერლანდელი დამრიგებელი "ლა ბარბა როხას" წინააღმდეგ.
ქართველი ლეგიონერები ჩემპიონთა ლიგაზე
საქართველოს ნაკრების წევრებიდან ყველაზე რთული გამოცდა ელის ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცს, რომელიც დორტმუნდს ესტუმრება. ვერ ვიტყვით, რომ ბორუსია არის საუკეთესო ფორმაში, იწერება ნური შაჰინის გაშვების შესახებაც და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა შტირიელები ამ ყველაფრის თავის სასიკეთოთ გამოყენებას.
გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანი საკუთარ კედლებში ზაგრების დინამოს მიიღებს. ვეტერანი ცენტრალური მცველი არის ძალიან კარგ ფორმაში და მან სლოვაკეთის ლიგის გასულ ტურში გოლიც გაიტანა. ქართველი უკანახაზელის მეტოქე არის გუნდი, რომელმაც ბაიერნთან განადგურების შემდეგ, ითამაშა ფრე მონაკოსთან, მოგვიანებით კი სტუმრად ზალცბურს მოუგო.
პსჟ-ს მრჩეველმა ლუიშ კამპოშმა პარიზული კლუბის სატრანსფერო გეგმები განიხილა და განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა. "სატრანსფერო ფანაჯრა ჯერ არ დახურულა. თუ იქნება ოპტიმალური ვარიანტი და ისეთი ფეხბურთელი, ვინც ჩვენს გეგმებში იქნება, აუცილებლად დავიმატებთ. რაც შეეხებ…
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი, მარკუს რაშფორდის, ფერან ტორესისა და რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ კი ბარსელონა ფორვარდის გარეშეა. ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში ნომინალური ფორვარდის პოზიციაზე რაფინია იდგა, დეკუ და ფლიკი კი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.…
შეთანხმება შედგა, ფილიპ კანსარი კარიერას იბერია 1999-ში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, საქართველოს ჩემპიონი 25 წლის ხორვატ მცველს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. ფილიპ კანსარი წარმოშობით ხორვატია, თუმცა ავსტრალიაშია დაბადებული და კარიერის დიდი ნაწილი…
გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ფეხბურთელი გახდა. კლუბმა ის პირველივე ტურში განაცხადში შეიყვანა და ბილბაოსთან სათადარიგოთა სკამზე იყო. ესპანური გამოცემა Marca ქართველი ნახევარმცველის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. პირველი დღეები სევილიაში: "ჩემმა თანაგუნდელებმა და მთელმა გუნდმა ყველაფერი…
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რ…
ოფიციალურად: ფაბინიო ტრაბზონსპორის ფეხბურთელია. თურქულმა კლუბმა გამოცდილი ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ დაადასტურა. ტრაბზონსპორმა 32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. შეგახსენებთ, ფაბინიოს ბოლო კლუბი ალ იტიჰადი იყო, სადაც 3 წელი ითამა…
ბორდოს უკანასკნელი ხუთი წელი - მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის. კლუბი ოფიციალურად გაკოტრდა და აღმოჩნდა პირველ რეგიონალურ დივიზიონში, რომელიც ფრანგული საკლუბო ფეხბურთის იერარქიაში მე-6 ლიგა არის. პანდემიის დროს დაწყებული კრიზისი საბოლოოდ ფსკერზე დაშვებით დასრულდა. 2024 წლისთვის ჟირო…