სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, განახლდა შიდა პირველობები, დღეს კი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ჩემპიონთა ლიგისკენ იქნება გადატანილი. ცენტრალურ შეხვედრად შეგვიძლია შევრაცხოთ მანჩესტერ სიტის სტუმრობა გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალთან.
ვილიარეალი V მანჩესტერ სიტი
მიქაუტაძისა და ჰოლანდის პირველი დაპირისპირება 2023 წლის სექტემბრის შემდეგ. საუბარია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფურ ეტაპის შეხვედრაზე, რომელშიც საქართველომ ნორვეგიასთან სტუმრად 1:2 წააგო. დღეს, ჟორჟი და ერლინგი ერთმანეთს უკვე მთავარ საკლუბო ტურნირზე ხვდებიან.
ქართველი თავდამსხმელის შესახებ კიდევ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის გასულ ტურში მან აღნიშნულ ტურნირზე სადებიუტო ბურთი შეაგდო. ვილიარეალის ფორვარდმა აიღო ტურინის იუვენტუსის კარი, 3 დღის შემდეგ კი უკვე მადრიდის რეალის, პრიმერაში.
"ყვითლების" ცხრიანი მან სიტისთან მატჩს უდიდესი ალბათობით დაიწყებს სასტარტოდან, ნორვეგიელი თავდამხმელის გარშემო კი კითხვები არ არის. მანჩესტერული კლუბის ფორვარდი არის საოცარ ფორმაში და მან უკვე მოასწრო 10 შეხვედრაში 14 ბურთის შეგდება. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დაპირისპირება.
ეს იქნება "ქალაქელებისა" და "სუბმარინას" რიგით მესამე დუელი, წინა ორი ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება გუნდების სატურნირო მდგომარეობას, პეპ გუარდიოლას შეგირდები 4 ქულით იკავებენ მე-8 პოზიციას, სერამიკას ბინადრები კი 1 ქულით 26-ე ადგილზე არიან.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩები
| 20:45 | ბარსელონა - ოლიმპიაკოსი |
| 20:45 | ქაირათი - პაფოსი |
| 23:00 | ვილიარეალი - მანჩესტერ სიტი |
| 23:00 | არსენალი - ატლეტიკო |
| 23:00 | ლევერკუზენი - პსჟ |
| 23:00 | პსვ - ნაპოლი |
| 23:00 | სენტ-ჟილი - ინტერი |
| 23:00 | კოპენჰაგენი - დორტმუნდი |
| 23:00 | ნიუკასლი - ბენფიკა |








