15 ოქტომბრიდან, საბერძნეთში, კერძოდ კრეტაზე, მინი ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა იწყება, სადაც მონაწილეობას ქართული გუნდიც მიიღებს.
Socca Champions League-ზე საქართველოს სახელით მასტერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი Crystalbetწარსდგება,
ტურნირში მონაწილეობას 120 გუნდი იღებს. აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდი 36 განთესილ გუნდს შორის მოხვდა და მესამე ჯგუფში იასპარეზებს.
მათი მეტოქეები პოლონური CPN United, ესპანური Euskadi და გერმანული Tiki Tacker იქნებიან. ეს ორი უკანასკნელი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებად მიიჩნევა.
პირდაპირი რეპორტაჟების ხილვაInternational Socca Federation-ის ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი.











