ცნობილმა პორტუგალიელმა საფეხბურთო აგენტმა ხორხე მენდეშმა ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად მისი მოთამაშე ლამინ იამალი დაასახელა.
"ოქროს ბურთი გენიოსებისთვისაა და იამალი ერთადერთია, ვინც წელს ამ ჯილდოს მოგება შეუძლია. ის გენიოსია და ვერავინ შეედრება.
მსოფლიო ჩემპიონატისა და ლა ლიგის მოგება, ბარსელონაში შესანიშნავი სეზონის ჩატარება იძლევა საბაბს, რომ იამალმა წელს ოქროს ბურთი მოიგოს.
ვფიქრობ, ლამინი ოქროს ბურთის მოგების ფავორიტია და თუ ის მოიგებს, სამართლიანი იქნება", - გამაცხადა მენდესმა.












