ჩემპიონშიპის მე-6 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა ნორვიჩში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა უოტფორდს უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად, 4:1 დაამარცხა. სტუმართა რიგების სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მარცხის მიუხედავად, საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.
ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, როდესაც კუთხურიდან პირდაპირ კარის მიმართულებით ურტყამდა, თუმცა არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოხვდა.
უოტფორდი 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს — ჩაკვეტაძეს ამ დროში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.