პრემიერ ლიგის 29-ე ტურის ბოლო მატჩი დასრულდა. მაყურებელმა ლესტერისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა. რუბენ ამორიმის გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა.
მანჩესტერ იუნაიტედიდან თავის გამოჩენა რასმუს ჰოილუნმა, ალეხანდრო გარნაჩომ და ბრუნო ფერნანდეშმა მოახერხეს. ამ უკანასკნელმა გატანილი გოლის გარდა, ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
"წითელმა ეშმაკებმა" ამ მატჩის შემდეგ 37 ქულა მოაგროვეს, რითაც მე-13 პოზიციამდე აღზევდნენ. რაც შეეხება ლესტერს, "მელიები" 17 ქულით, მე-19 პოზიციაზე დარჩნენ.
ლესტერი 0-3 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 0-1 რასმუს ჰოილუნი 28', 0-2 ალეხანდრო გარნაჩო 67', 0-3 ბრუნო ფერნანდეში 89'.