მადრიდის რეალის ყოფილმა მარცხენა მცველმა, მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორმა თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან თერთმეტეული შეადგინა. შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" გარდა, ბრაზილიელ განაპირა მცველს ასევე უთამაშია ოლიმპიაკოსშიც, ამჟამად კი ის მშობლიური ფლუმინენსეს ღირსებას იცავს.
"ბლანკოსის" ყოფილი მარცხენა მცველის შექმნილი გუნდის კარში დგას კეილორ ნავასი, ცენტრალური მცველები - სერხიო რამოსი და ტიაგო სილვა, ფლანგებზე კი რობერტო კარლოსისა და მარსიო რაფინიას დუეტი. შუახაზი, ლეგენდარული ტრიო: კარლოს კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი. შეტევა: ნეიმარ ჟუნიორი, კრიშტიანუ რონალდუ და რონალდო ნაზარიო.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, 35 წლის მარცხენა მცველმა ორი სპეციალისტი დაასახელა - ზინედინ ზიდანი და ფერნანდო დინიზა. პირველთან ის ბერნაბეუზე მუშაობდა, მეორესთან კი ამჟამად, რიოში. აქვე დავამატებთ, 2006-2018 წლებში, მარსელო იცავდა ბრაზილიის ეროვნული გუნდის ღირსებასაც, სადაც ჩაატარა 58 მატჩი და გაიტანა 6 ბურთი.
მეკარე: კეილორ ნავასი;
მცველები: რობერტო კარლოსი, სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა, მარსიო რაფინია;
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, კარლოს კაზემირო;
თავდამსხმელები: რონალდო ნაზარიო, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარ ჟუნიორი.