მაქს ვერსტაპენს ბრაზილიაში 5-ადგილიანი პენალტი ემუქრება

აღნიშნულ რბოლას მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი, დიდი ალბათობით, 5-ადგილიანი პელანტით დაიწყებს — ნიდერლანდელის ბოლიდზე ძრავის შეცვლა იგეგმება და წესების მიხედვით, რბოლაზე 5 ადგილით დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, რომ მაქს ვერსტაპენმა რბოლა ბოლოს 23 ივნისს, ესპანეთში მოიგო და მას შემდეგ, 10 გრან პრის განმავლობაში ვერ მოახერხა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. სატურნირო ცხრილში კი მეორეადგილოსან ლანდო ნორისს მხოლოდ 47 ქულით უსწრებს.








