პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი დასრულდა. ეტიჰადზე მანჩესტერული დერბი გაიმართა, სადაც მაყურებელმა საოცრად დაძაბული დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, გამარჯვება კი სტუმარ გუნდს დარჩა. რუბენ ამორიმის გუნდმა მეტოქე 1-2 დაამარცხა.
მატჩის 36-ე წუთზე კევინ დე ბრუინის გადაცემით იოშკო გვარდიოლმა ისარგებლა, რითაც სიტიმ პირველი ტაიმი მოიგო. მატჩის დასრულებამდე იუნაიტედს მხოლოდ ერთი რეალური მომენტი ჰქონდა, რის გამოც ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ მატჩს სტუმრები გადაარჩენდნენ, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" საოცარი ქამბექი შემოგვთავაზეს. ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა მოახერხა პენალტის ზუსტად შესრულება, შემდეგ კი ამად დიალომ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეძლო.
სიტის კრიზის გრძელდება — პეპ გუარდიოლას გუნდი 27 ქულით, მე-5 პოზიციაზე დარჩა. რაც შეეხება იუნაიტედს, რუბენ ამორიმის გუნდმა 22 ქულა მოაგროვა და მე-12 პოზიციამდე აღზევდა.