მანჩესტერ სიტი უკვე ახალ სეზონზე ფიქრობს და ზაფხულის პირველ ტრანსფერსაც ამზადებს. სავიო მორეირა დე ოლივეირა, ჩვენთვის ცნობილი როგორც სავინიო, ჟირონადან კარიერას მანჩესტერის ლურჯ მხარეში გააგრძელებს - მხარეები ტრანსფერის ყველა დეტალს ამ თვეში მოაგვარებენ. საუბარია დაახლოებით €25-30 მილიონიან გარიგებაზე.
19 წლის სავიო სიტის საფეხბურთო ორგანიზაციის პროდუქტია. 2022 წლის ივლისში, ფრანგულმა ტრუამ ფეხბურთელი ატლეტიკო მინეიროდან შეიძინა, ეს იყო პირველი კავშირი სიტის საფეხბურთო ორგანიზაციასთან. ახლა ბრაზილიელი ფლანგის შემტევი იჯარის წესით ჟირონაში თამაშობს, რომელიც ასევე ამ ორგანიზაციის წევრი კლუბია. ბოლო გაჩერება კი მანჩესტერ სიტი იქნება, გვარდიოლა მისი სახით ახალ ვინგერს მიიღებს.
სავიოს ამ სეზონში ლა ლიგაში 27 მატჩი მოუგროვდა, რა დროშიც 7 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.