პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ნოტინგემ ფორესტმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა. სიტი გრაუნდზე შეკრებილმა მაყურებელმა, საყვარელი გუნდის საკმაოდ სოლიდური თამაში იხილა, თუმცა გვარდიოლას ბიჭებმა კლასის ხარჯზე გამარჯვება მაინც მოახერხეს.
პირველ ტაიმში ეშპირიტუ სანტუშის გუნდმა მეტოქეს არაფერი დაუთმო, თუმცა 32-ე წუთზე, მატჩში წინ გასვლა მაინც მანჩესტერ სიტიმ მოახერხა. კევინ დე ბრუინის კუთხურს, იოშკო გვარდიოლის თავური მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა 0:1.
ნოტინგემმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, თუმცა სიტის კარში გოლი მაინც ვერ ვიხილეთ. შემდეგ კი მატჩში ერლინგ ჰოლანდი ჩაერთო, რომელმაც მალევე ჩემპიონატში 21-ე გოლი გაიტანა. 71-ე წუთზე, დე ბრუინმა მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა, ნორვეგიელმა კი ეფექტური ბურთი შეაგდო და საკუთარ გუნდს 3 ქულა გაუნაღდა.
ამ გამარჯვებით, მანჩესტერ სიტი არსენალს კიდევ უფრო მიუახლოვდა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაბამისად, ყველაფერი "ქალაქელების" ხელშია. ყველა მატჩის მოგების შემთხვევაში, სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდება.
პეპ გუარდიოლას მთელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთი დამახასიათებელი თვისება ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი იყო სათამაშო ეპიზოდების განხილვა პირდაპირ მოედანზევე, როგორც თავის შეგირდებთან, ისე ოპონენტებთანაც. დიახ, ესპანელი სპეციალისტი არ ელოდებოდა გასახდელში შესვლას ან პრესკონფ…
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამართული შეხვედრა რენსა და პსჟ-ს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ, ლუის ენრიკემ მოედნიდან გუნდის ლიდერები ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე გაიყვანა. "ასეთია ფეხბურთი. პსჟ-ს არაფერი მოუგია, საერთოდ არაფერი! ჩვენ არაფერი გაგვაჩნ…
ლა ლიგის მორიგი შეხვედრა ელჩეში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ბარსელონას უმასპინძლა. მაყურებლებმა ჰანსი ფლიკის გუნდის ტოპ პერფორმანი იხილეს. ბარსელონამ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ელჩე 0-5 ბარსელონა გოლები: 0-1 რაფინია (პენ.…
დადასტურებულად — მიკელე დი გრეგორიო და მატია პერინი იუვენტუსში აღარ ითამაშებენ! იტალიელმა მეკარეებმა "ბიანკონერი" უკვე დატოვეს და 2026/27 წლების სეზონს ახალ გუნდებში გაატარებენ. მიკელე დი გრეგორიო 1-წლიანი იჯარით ბორნმუთში ითამაშებს. ინგლისურ კლუბს იტალიელის გამოსყიდვის შესაძლებლ…
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება რენსა და პსჟ-ს შორის, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმი პარიზელებმა ჩააგდეს, ორი გოლი გაუშვეს და მეტოქის კართან ნაკლებ ხიფათს ჰქმნიდნენ, რის გამოც, ლუის ენრიკემ შესვენებაზე ბევრი ცვლილება განახორციელა.…
სერია A-ს პირველი ტურის მორიგი შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც ტორინომ მილანს უმასპინძლა. 90 წუთის განმავლობაში რუბენ ამორიმის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ფაქტია, პორტუგალიელი სპეციალისტის ხელი "როსონერის" უკვე დაეტყო და გ…
იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი დაიწყო. ახლადდაბრუნებული ფროსინონე საკუთარ მოედანზე იუვეტუსს დაუპირისპირდა. ტურინელები თავიდანვე უპირატესობას ფლობდნენ, რაც შედეგშიც აისახა, ბრემერის ერთადერთი გოლით იუვენტუსმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო. ძირითად შემადგენლობაში იყო ფროსინონეს ქართვ…