მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთთან ქულები დაკარგა, არსენალმა პრემიერ ლიგის ტიტული ოფიციალურად გაინაღდა! 22-წლიანი ლოდინი დასრულდა — "მეთოფეებმა" ნანატრი თასი მოიპოვეს და კიდევ ერთხელ იქცნენ ინგლისის საუკეთესო გუნდად.
ამ ტურის შემდეგ, "ქალაქელებმა" სატურნირო ცხრილში წინსვლა მხოლოდ 1 ქულით მოახერხეს, რითაც ჩემპიონობის შანსი ოფიციალურად დაკარგეს.
არსენალმა ინგლისის ჩემპიონობა მეთოთხმეტედ იზეიმა!
ბორნმუთი 1-1 მანჩესტერ სიტი
გოლი: 1-0 ელი ჟუნიორ კრუპი 39', 1-1 ერლინგ ჰოლანდი 90+5'.








