ჩემპიონმა ახალი სეზონის პირველი მატჩი სტემფორდ ბრიჯზე გამართა, სადაც პეპ გვარდიოლას გუნდმა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 3 ქულის მოპოვება შეძლო. ენცო მარესკას ბიჭებმა სტუმრებს არაფერი დაუთმეს, თუმცა კლასში სხვაობა მაინც იგრძნობოდა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. "ქალაქელებმა" ლონდონურ კლუბს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
მატჩის მე-18 წუთზე თავი ერლინგ ჰოლანდმა გამოიჩინა, რომელმაც ჩელსის საჯარიმოში არავინ შეიმჩნია და რობერტ სანჩესს აუღებელი დაურტყა. ამის შემდეგ, ჩელსიმ რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა შეძლო, თუმცა მასპინძლებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმში, შეხვედრის 84-ე წუთზე მატეო კოვაჩიჩმა ტოპ გოლი შემოგვთავაზა, რითაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0-2. ჩემპიონები გამარჯვებით იწყებენ!