პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სთედიუმ ოფ ლაითზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს სანდერლენდი და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდნენ.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საოცარი ბრძოლა და სანახაობა იხილა, სადაც სანდერლენდმა მეტოქეს არაფერი დაუთმო და მეტიც, მნიშვნელოვანი ქულებიც დააკარგვინა.
იმის მიუხედავად, რომ მანჩესტერ სიტის რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, პეპ გვარდიოლას გუნდმა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა და 2026 წელი მძიმედ დაიწყო.
სანდერლენდი 0-0 მანჩესტერ სიტი
მატჩის მიმოხილვა







