მანჩესტერ იუნაიტედი მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. სერ ჯიმ რეტკლიფი და მისი გუნდი, პირველ რიგში მთავარი მწვრთნელის საკითხს გადაჭრიან, შემდეგ კი კლუბი ტრანსფერებზე დაიწყებს მუშაობას. ერიკ ტენ ჰაგი დარჩება თუ არა გუნდში, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ.
ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს სეზონის ბოლოს მანჩესტერულ გუნდს. ამ სიაშია
ჯეიდონ სანჩოც, რომელიც იჯარის წესით დორტმუნდში თამაშობდა. სანჩო გუნდს 100% დატოვებს, არ აქვს მნიშვნელობა ტენ ჰაგი დარჩება თუ სხვა მწვრთნელი მოვა, კლუბში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. მანჩესტერი 24 წლის ინგლისელს, €45-50 მილიონად აფასებს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დორტმუნდი ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უკვე მუშაობს, თუმცა მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.
სანჩოს გარდა, წამსვლელთა სიაში საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს ვხვდებით:
სოფიან ამრაბატი;
ანტონი მარსიალი;
რაფაელ ვარანი;
ჯონი ევანსი;
კრისტიან ერიქსენი;
მეისონ გრინვუდი;
დონი ვან დე ბეეკი;
ბრენდონ უილიამსი;
კაზემირო;
ტაირელ მალასია;
ანტონი;
აარონ ვან-ბისაკა;
ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბი კარგ შემოთავაზებას თუ მიიღებს, მანჩესტერ იუნაიტედი ყველა მათგანს შეელევა.